weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

კემეროვოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

10:17 სამშაბათი, 27 მარტი 2018

27-დან 29 მარტის ჩათვლით, რუსეთში, კემეროვოს ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, რის შედეგადაც სულ მცირე 64 ადამიანი დაიღუპა, გლოვა გამოცხადდა. რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში სახელმწიფო დროშები დაუშვეს და გასართობი ღონისძიებები გააუქმეს. სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს ინგუშეთშიც.

კემეროვოს ცენტრში დღეს დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლები, ასევე რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებას, ასევე ოლქის გუბერნატორთან და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას. 

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი კემეროვოში ჩაფრინდა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა მემორიალზე ყვავილები მიიტანა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გულგრილობისა და დაუდევრობის გამო გაჩნდა. 

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 64 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაშავდა. ამ დროისთვის დაღუპულებიდან 25 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლეს. მათ შორის 13 ბავშვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]